Serviceman-ზე პროდუქტის შეცვლის ან დაბრუნების პირობები:
• Serviceman, პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, 5 სამუშაო დღის განმავლობაში შეცვალოს ან დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი.
პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის წესი:
• პროდუქტის დაბრუნების, ან შეცვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში, მომხმარებელი წინასწარ უკავშირდება კომპანია Serviceman-ს (ტელ: +995 596 65 60 60 ან [email protected]) და აცნობებს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მიზეზის შესახებ.
• პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა მომხმარებელმა კომპანიას აცნობოს დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected])
• პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
• თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს, აღენიშნება რაიმე საეჭვო ცვლილება, კომპანია Serviceman-ს უფლება აქვს, ეჭვი შეიტანოს მათ ავთენტურობაში და, შესაბამისად, შეაჩეროს პროდუქტის დაბრუნების პროცედურა გამოძიებამდე და დიაგნოსტიკური მუშაობის დაწყებამდე. ხოლო, მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
• პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის დროს , პროდუქტს თან უნდა ახლდეს თანმდევი ნაწილები და დოკუმენტები, რომლებიც გადაეცა შეძენის დროს (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ტალონი და სხვა).
პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
1) პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
2) პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
3) პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს.
4) გარანტიის მქონე პროდუქტის დეფექტის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს გარანტიის პირობების შესაბამისად.
ანაზღაურების წესი:
• კომპანია serviceman, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა, გარდა ტრანსპორტირების, მიწოდების ღირებულების, რომელიც გამოაკლდება დასაბრუნებელ თანხას.
• თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
• თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.